საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს. როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი პატივს სცემს.
„ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ჩვენ ვხედავთ, რამდენად საინტერესოა საქართველოს როლი სწორედ დაკავშირებადობის, შუა დერეფნის და ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური ხიდის ფუნქციის თვალსაზრისით. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში. ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი პატივს სცემს. ეს არის ის მარტივი განსხვავება, რასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.