სამართალი
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქული მედიის ცნობით, ბრალდებულებმა რიზეში მომხდარი წყალდიდობის დროს შექმნილი არეულობით ისარგებლეს და ერთ-ერთი მაღაზია გაძარცვეს. ისინი პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჯგუფმა დააკავა, რომელიც წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონში პატრულირებდა.
დაკავებულთა ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ მათი ასაკი – დაკავებულები 24 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.