საზოგადოება
თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტს მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 323 მილიონით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტს.მისივე თქმით, პრიორიტეტი კვლავ არის სოციალური მიმართულებები და სოფლის მეურნეობა. ამას გარდა, ზურაბ მელიქიშვილმა დასძინა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტით პროგნოზირდება. პროგნოზირებულია ინფლაციის დაბალი მაჩვენებელიც, თუმცა მელიქიშვილს ბიუროს სხდომაზე კონკრეტული მაჩვენებელი არ დაუსახელებია.
მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 26 მილიარდ ლარს შეადგენს.