თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მაღალმთიანეთში მოთოვა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განახცადეს, თოვდა მესტიაში, შოვში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში.
ამასთან, გუდაურში თოვლის საფარმა 20 სმ შეადგინა, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსია. დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა სტეფანწმინდაშიც (-1 გრადუსი).
მესტიაში თოვლის საფარი 5 სმ-ია, ჰაერის ტემპერატურა კი – 0 გრადუსი.აჭარის მაღალმთიანეთშიც გადაუღებლად თოვს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, ხულოს მუნიციპალიტეტში კი 10 სანტიმეტრი შეადგინა. წვიმისა და თოვის შედეგად, სხალთის ხეობაში ჩამოიშალა საავტომობილო გზის მონაკვეთი. ამ მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფელი. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აუღია მოსავალი. ყინვამ დააზიანა ხეხილი და სიმინდის ყანები.
მეტეოროლოგების განცხადებით, ღამით ყინვა მოიმატებს. ხვალ კი დასავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. უახლოეს დღეებში დათბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
5 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. ტემპერატურა მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს.