სამართალი
მეწყერი საქართველო-სომხეთის ავტომაგისტრალზე

mewyeri333თბილისი, 3 ოქტემბერი, საქინფორმი. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. კლდის მასივის ჩამოშლის შედეგად 50 ავტომობილი დაზიანდა. დაშავებული 10 ადამიანი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სომხეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რამდენიმე პიროვნებას ჯერ კიდევ ეძებენ. სომხეთში საქართველოს ელჩის თენგიზ შარმანაშვილის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის საქართველოს 4 მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. სპეციალისტების დაკვირვებით, მეწყერის ჩამოწოლის პროცესი გრძელდება, რაც სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანის განკარგულებით შექმნილი საგანგებო ოპერატიული შტაბი მუშაობას უკვე შეუდგა.

მეწყერი საქართველო-სომხეთის მაგისტრალის 86-ე კილომეტრზე ვანაძორსა და ბაგრატაშენს შორის ჩამოწვა.