საზოგადოება
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 534.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 6 153.0 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 381.7 მილიონი აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა.