საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2 პროცენტამდე გაზარდა.
უახლესი მიმოხილვის თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 6.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, სავალუტო ფონდის პროგნოზები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასეთია: სომხეთი - 5.5%; აზერბაიჯანი - 1.7%; ყაზახეთი - 4.4%; თურქეთი - 2.7%; უკრაინა - 1.0%; რუსეთი - 0.9%.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხმა უმსხვილესმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), მსოფლიო ბანკმა (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) - 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.