საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საუბარი შეეხო ქართული ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრავალწლიან ღვაწლს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო მესამე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.