საზოგადოება
„PIK“-ს ახალი დირექტორი ჰყავს

PIKchannelთბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ („PIK“) გენერალური დირექტორის თანამდებობა ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ დაიკავა. კოტრიკაძემ თანამდებობაზე ცნობილი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი შეცვალა, რომელიც

ძველ სამსახურში – ფრანგულ „ტვ-24“-ში ბრუნდება. „PIK“-დან წასვლის მიზეზებზე პარსონსმა „ლიბერალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ტელევიზიიდან წასვლა არ უკავშირდება საქართველოს მთავრობის უკმაყოფილებას ტელეკომპანიის შენახვაზე გაღებული ხარჯების გამო.

„ყოფილა შემთხვევები, როცა მთავრობის წარმომადგენლები გაბრაზებულან, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა, არ დაურეკავს, არ მოუცია მითითებები, რომ რაღაც ასე უნდა გააკეთო“, – აცხადებს პარსონსი.

იგი არ გამორიცხავს არხის სანდოობის შემცირებას, თუკი ტელევიზიას შემდგომში არ ეყოლება საერთაშორისო საბჭო.

შეგახსენებთ, „PIK“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი სატელევიზიო არხია, რომელსაც მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს.