პოლიტიკა
თელავი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თელავში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ დავითაშვილმა გაიმარჯვა
16 790 ხმით. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა 2179 ხმა დააგროვა, ხოლო კანდიდატმა ვასილ არაბულმა („მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) – 940 ხმა.არჩევნებში 21 ათასამდე ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36 პროცენტია.
თელავში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს 6 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათგან მნიშვნელოვანი დარღვევები არავის დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ, შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში მაჟორიტარი დეპუტატის – გია არსენიშვილის, გარდაცვალების გამო ჩატარდა.