საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რომის პაპმა სიკვდილით დასჯა მიუღებლად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ იგი ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლის ხელშეუხებლობას ეწინააღმდეგება. პონტიფიკოსმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი პროცედურა განხორციელდა.
„სიკვდილით დასჯა მიუღებელია, რადგან ეს არის ხელყოფა ადამიანის ხელშეუხებლობასა და ღირსებაზე. საზოგადოების დაცვა და სამართლიანობის მოთხოვნები შეიძლება სრულად დაკმაყოფილდეს სხვა საშუალებებით, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გარეშე“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-ში, ტენესის შტატში მსჯავრდებული კრისტა პაიკი სიკვდილით დასჯისას ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ ცოცხალი გადარჩა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდარს კი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.