სამართალი
„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, კომპანიაში ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით და რა გარემოებებთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.