სამართალი
თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ არის.
„2011 წლის 1 ოქტომბრიდან იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაცემული მართვის მოწმობები აქვთ, საქართველოს ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისას უპრეცედენტო შეღავათით სარგებლობის უფლება ეძლევათ: პირველად მსოფლიოში მართვის მოწმობის პლასტიკური ბარათის ტარება სავალდებულო ძალას კარგავს. საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია მძღოლის მიერ მართვის უფლების ქონას მისი სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად დაადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.