სამართალი
ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო ლოიალური იქნება მათ მიმართ, ვინც ჩადენილ დანაშაულს ინანიებს

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე ითქვა, რომ ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება.

„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზეა. სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.