აქტუალური
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ქალაქ არუშაში გაემგზავრა, სადაც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.