აქტუალური
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა დიპლომატებისთვის გაცვლითი პროგრამა განახორციელა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“ (Crossroads Diplomacy Network), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო უწყებების და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივა ახალგაზრდა დიპლომატებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

„მაშინ როცა ინფრასტრუქტურა აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, მსგავს ინიციატივებს ადამიანების დაკავშირება შეუძლიათ. თქვენს მიერ დღეს ჩამოყალიბებული ურთიერთობები შესაძლოა მომავალი თანამშრომლობის საფუძვლად იქცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პროგრამა რეგულარულ ხასიათს მიიღებს.