საზოგადოება
თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ყაზბეგის რაიონში თოვლი მოვიდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გივი ამირხანაშვილმა ჟურნალისატებს განუცხადა, თოვლი მხოლოდ მთებში მოვიდა.
შესაბამისად, ამირხანაშვილის ცნობით, თოვლს მოსავალი არ გაუნადგურებია. მისივე თქმით, რაიონს მიეწოდება გაზიც და ელექტროენერგიაც. ამირხანაშვილმა აღნიშნა, რომ თოვლი გუშინ წვიმას მოჰყვა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის რაიონში თოვლმა მოსავალი გაანადგურა, მოსახლეობა კი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.