საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის ქვეყნების ხუთეულშია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში ჩატარდა.
2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობას 54.1% ენდობა. ამ მაჩვენებლით საქართველო მეხუთეა, ლუქსემბურგის (79.9%), დანიის (68.5%), მონტენეგროსა (60.8%) და ავსტრიის (57.9%) შემდეგ. წინა შეფასებაში, 2024 წელს ქვეყანა მერვე პოზიციაზე იყო, 47%-ით ირლანდიასთან ერთად.
რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა ხუთი ქვეყანა: ნიდერლანდები (29.4%), ბოსნია და ჰერცეგოვინა (29.3%), საფრანგეთი (24.2%), საბერძნეთი (24.1%) და სლოვენია (21.7%).
გლობალური მმართველობის ინდიკატორები მსოფლიო ბანკის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან აფასებს მმართველობის ექვს განზომილებას 200-ზე მეტ ქვეყანაში. ინდიკატორები 35 წყაროს მონაცემებს აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთი „ევრობარომეტრია“.