სამართალი
საქართველო 2027 წელს ჯარის შემადგენლობის გაზრდას არ აპირებს

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2027 წელს უცვლელი დარჩება, - ნათქვამია მთავრობის განკარგულების პროექტში.

მიმდინარე წლის მსგავსად, თავდაცვის ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვისაც არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარ მდგომარეობაზე, რეზერვისტებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებზე.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის და სარეზერვო.