აქტუალური
საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები მიმოიხილეს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.