საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზაობაზე, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.
„ირაკლი ჩიქოვანმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ორმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გეგმის იმპლემენტაციის დეტალებზე ისაუბრეს.
მხარეებმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების, ასევე ექსპერტების დონეზე შეხვედრების მნიშვნელობაც მიმოიხილეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი, ასევე შეხვდა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.