აქტუალური
აშშ-ის საელჩო საქართველოსთან სამხედრო პარტნიორობის 32 წლის იუბილეს აღნიშნავს

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამას (SPP), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გვერდიგვერდ მსახურით, მხარეებმა შექმნეს ურყევი კავშირი.

„დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამას (SPP).

ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გვერდიგვერდ მსახურით, ჩვენ შევქმენით ურყევი კავშირი.

დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის პროგრამა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე დასაყრდენად იქცა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.