პუბლიკაციები
დავით მინდიაშვილი: დიდი ბრიტანეთისა და მისი დასაყრდენის - თურქეთის პროექტია "დიდი თურანი”, რომელიც გულისხმობს თურქეთის ამოწევას რუსეთის საზღვართან და საქართველოს ჩაყლაპვას

   “1828-1829 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად, საქართველოს დაუბრუნდა თურქეთის მიერ მიტაცებული: ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, აბასთუმანი და სხვ.

1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად საქართველოს დაუბრუნდა თურქეთის მიერ მიტაცებული: აჭარა (რომელსაც "ოსმალოს საქართველოს" უწოდებდნენ), შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი, კოლა-არტაანი და ოლთისი.

ამ ყველაფერს არ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამ ყველაფერზე არ საუბრობენ ჩვენი ტელევიზიები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს უმადურმა და მედროვე პოლიტიკურმა თუ ინტელექტუალურმა ელიტამ აირჩია "ნატოსკენ" სწრაფვა ანუ რუსეთთან მტრობა და ისტორიულ და გენეტიკურ მტერთან თურქეთთან - სამხედრო მოკავშირეობა.

დასავლეთისა და თურქეთის ფულზე გაყიდული მოღალატე ქართველები ცდილობენ ისტორიის გაყალბებას, გადაწერას და მოსახლეობისთვის ყალბი ნარატივების თავს მოხვევას, რომ თითქოს თურქეთი არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი; ისტორიული მეგობარი, რომელიც როცა "ვცელქობდით", მაშინ გვსჯიდა, ისე კი მონღოლი ღრუსებისგან გვიცავდა; რომ დღევანდელი თურქეთი სხვა ქვეყანაა - თანამედროვე დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც რუსეთზე გაცილებით ძლიერი და განვითარებულია და ა.შ.

დათო ტურაშვილი და ძმანი მათნი აქტიურად ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია, რომ რუსეთზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია. ამ ყველაფერმა თავისი შედეგები გამოიღო და ქართველების არც თუ ისე მცირე ნაწილი იმ დონეზე გამოათაყვანა, რომ ისინი რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაბრუნებულ და დღეს გათურქებულ ბათუმს ვერ ამჩნევენ და რუსი ტურისტების სიმრავლით არიან შეშფოთებული.

რუსეთსა და თურქეთს შორის ომი, რომ დაიწყოს, ეს კატეგორია აქტიურად დაიწყებს თურქეთის წითელი დროშების ფრიალს და მოწოდებებს იმისკენ, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ომში ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის თურქეთის მხარეს და ვებრძოლოთ მტარვალ რუსეთს.

ფულზე გაყიდული ტელევიზიები არ ამბობენ, რომ:

•   თურქეთის მიერ წართმეული მიწები საქართველოს რუსეთმა დაუბრუნა, სამაგიეროდ ისინი აქტიურად აჩვენებენ თურქულ სერიალებს - რაც თურქეთის მიზანმიმართული პროპაგანდის ინსტრუმენტია, რამაც საკმაო წარმატებასაც მიაღწია.

•   თურქეთმა საქართველოს წაართვა ტაო-კლარჯეთი, მოახდინა არა მისი ოკუპაცია, არამედ ანექსია - მიერთება, სადაც გაანადგურა ქართული კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი.

•   იოსებ სტალინს გეგმაში ჰქონდა საქართველოსთვის ტაო-კლარჯეთის დაბრუნება, რასაც აუცილებლად მოახერხებდა, რომ არა ჩვენი ეგრეთწოდებული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის დასავლეთის წინააღმდეგობა.

•   ასლან აბაშიძის საქართველოდან გაგდებით, მოღალატე სააკაშვილმა აჭარა ფაქტობრივად თურქეთს გადაულოცა და ათასობით თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

•   დიდი ბრიტანეთისა და მისი დასაყრდენის - თურქეთის პროექტია "დიდი თურანი, რომელიც გულისხმობს თურქეთის ამოწევას რუსეთის საზღვართან და საქართველოს ჩაყლაპვას.”

წყარო: https://www.facebook.com/groups/406487456718075/user/100005009833036/