პოლიტიკა
სარკოზის გამოსვლა თბილისის ცენტრში იგეგმება

sarkozi4თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 7 ოქტომბერს თავისი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში დღეს თავისი „Facebook“-ის გვერდზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სარკოზი 7 ოქტომბერს, 17:30 საათზე, სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

იმავე განცხადებაში საელჩომ მოუწოდა საჯარო გამოსვლაზე დასწრების მსურველ ყველა პირს, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათიდან შეიკრიბოს.

2005 წლის მაისში საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სწორედ თავისუფლების მოედანზე მიმართა იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს.