სამართალი
აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ წელსაც რეალური საფრთხეა კახეთში რთველის ჩავარდნის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს გლეხობის ისედაც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას.
„თავისუფალი საქართველო“ მზად არის, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ იბარებენ ყურძენს, დააკავშიროს კონკრეტულ ინვესტორებთან, რომელთა დახმარებითაც შეიძენენ ყურძენს, ხოლო წარმოებულ პროდუქციას ისინი რუსეთის ბაზარზე დაუბრკოლებლად გაიტანენ.
პარტიის ლიდერი კახა კუკავა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ახლა მაინც დაივიწყოს პოლიტიკურ შეხედულებებს შორის სხვაობა და გამოთქვამს მზადყოფნას, უახლოეს მომავალში, თუნდაც, დღესვე, შეხვდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენტურ წარმომადგენლებს.