საზოგადოება
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. რასაკვირველია, ყველა გადაწყვეტილება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება, თუმცა ახლა, ამ პერიოდში, არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, მმართველი რგოლის მიერ საკადრო საკითხების განხილვა ბუნებრივი პროცესია, თუმცა ცვლილებებზე ხმების გავრცელება ოპონენტების მხრიდან ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციებისა და სტატისტიკის გადასაფარად ხდება.
“ჩვეულებრივი თემაა კადრების ცვლილება, თუმცა ახლა, ამ პერიოდში, არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება”, - ხაზგასმით აღნიშნა გია ვოლსკიმ.