პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბა იოსელიანმა, ახალგაზრდობა ისევ ნარკოტიკებზე შესვა, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში და პოლიციასა და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ 90-იან წლებში მოქალაქეები აფხაზეთიდან იარაღის ძალით გამოყარეს, ახლა მათ ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით ყრიან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ერის გენეტიკურ კოდში მონობა და ჩმორობა არ არის და ხალხი თავისუფლებისა და გამარჯვებისთვისაა დაბადებული.

„მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს - ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება”, - განაცხადა სააკაშვილმა.