პოლიტიკა
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
„მოხარული ვარ გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობა, გაერო-ს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.