პოლიტიკა
გილაური: „ახალი ზელანდიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!“

gilauuur-new-zelandia

თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ახალ ზელანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავის კოლეგას, პარლამენტის სპიკერსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესახებ იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ზელანდიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, – განაცხადა ნიკა გილაურმა. – საერთოდ ამ რეგიონში ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი გვყავს, მათ შორის, ერთ-ერთი ახალი ზელანდიაა“.

„ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში გავწევრიანდეთ, როგორც დამკვირვებელი, წყნარი ოკეანის ფორუმზე, რომელიც, ასევე, მოიცავს ყველა ამ ქვეყანას, რომელიც ამ რეგიონში არის“, – აღნიშნა მან.

გილაურთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც სტუმრობს ახალ ზელანდიას – ქვეყანას, რომელიც ამჟამად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ნაკრებსაც მასპინძლობს.

ვიზიტი ხორციელდება, დაახლოებით, ერთი თვის თავზე, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას და, ასევე, ერთ კვირაზე მეტია გასული, რაც ტუვალუმ, წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ, სოხუმისა და ცხინვალის ცნობით, მათი დამოუკიდებლობა აღიარა.