პოლიტიკა
თბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ვარშავაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ორდღიანი სამიტი იხსნება. პირველ დღეს დაგეგმილია სამიტის მონაწილე დელეგაციების ლიდერების სადილი, 30 სექტემბერს კი გაიმართება ორი პლენარული სესია. აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და ევროკავშირის ოფიციალური პირები აღმოსავლეთის პარტნიორობის პერსპექტივებს განიხილავენ.
სამიტზე იმსჯელებენ ევროგაერთიანების ასოცირებული წევრობის შეთანხმებასა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც. ამის შემდეგ მიიღებენ სამიტის საბოლოო დეკლარაციას.სამიტის დასასრულ პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი, უნგრეთის პრემიერი ვიკტორ ორბანი, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჯოზე მანუელ ბაროზო შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში საქართველოც მონაწილეობს. ვარშავაში დაგეგმილ სამიტს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით საქართველოს დელეგაციაც ესწრება.