პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი ბიუროკრატები ხშირად თვითიზოლაციისკენ არიან მიდრეკილნი

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აქამდე კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით. ეტყობა, ახალი კრიტერიუმია, რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის. ღიმილის მომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც:

ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები. დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში. MAGA- მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას. შესაბამისად, კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.