აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება
თბილისი, 29 სექტემბერი,
საქინფორმი. როგორც საქსტატი აუწყებს
საქინფორმს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2011 წლის აგვისტოს ყოველთვიური ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კერძოდ, სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების ინდექსები, საგარეო ვაჭრობის მონაცემები, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საბანკო სექტორის მონაცემები, ასევე, ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარმა შეფასებამ 8,1 პროცენტი შეადგინა, რაც გაცილებით აღემატება წინა თვეების შედეგებს. ივლისში ანალოგიურმა მაჩვენებელმა – 4,2 პროცენტი, ხოლო ორი თვის – აგვისტოსა და ივლისის მიხედვით, საშუალო ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა.