საზოგადოება
კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი ექვს თვეში მშენებლობის ნებართვას არ აიღებს, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო მას „დარღვევის“ გამოსასწორებლად გონივრულ ვადას მისცემს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ „გონივრულ ვადაში“ ვერ ჩაეტევა, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება, რომელიც მის საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ ასეთი შენობები არც საცხოვრებლად, არც კომერციული და სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით არ უნდა გამოიყენებოდეს. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, უნებართვოდ აშენებულ შენობებში იცხოვრებს თუ არა ხალხი. იგი პროცედურების გავლის შემდეგ დემონტაჟს დაექვემდებარება.