აქტუალური
გზა ევროპაში - მდგრადი დემოკრატიის გავლით

ketrin_eshtonთბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის – ქეთრინ ეშთონის, განცხადებით, „ევროკავშირისთვის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებული კონფლიქტების მოწესრიგება პრიორიტეტია“. 

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ვარშავის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ განაცხადა.

 

მისივე თმქით, „ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტები დაბრკოლებას წარმოადგენს და მათი მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის პარტნიორმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ“.

ეშთონის განცხადებით, „ევროკავშირის არჩევანი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის მათი დემოკრატიულობის დონის მიხედვით გაკეთდება“.

„ამჟამად ეს ქვეყნები დემოკრატიზაციის პროცესში სხვადასხვა დონეზე არიან“, – აღნიშნა ეშთონმა და ამ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ვარშავაში დღეს იხსნება. ქართული დელეგაცია უკვე ვარშავაშია.