საზოგადოება
ახალ ზელანდიაში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქ ოკლენდში გაიმართება შეხვედრა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ მიურეი მაქალისთან. ავსტრალიაში, ქალაქ კანბერაში, 6 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრ კევინ რადს შეხვდება, ხოლო ფიჯის დედაქალაქ სუვაში შედგება მინისტრის შეხვედრა ფიჯის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ინოკე კუბუაბოლასა და ქვეყნის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.