სამართალი
თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, ურჩ გარემოვაჭრეებს შვიდდღიანი პატიმრობა და გარევაჭრობის საგნის ჩამორთმევა ემუქრებათ. კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.