პოლიტიკა
თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ლავროვმა ნიუ იორკში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ კავკასიაში მოვლენები 2008 წლის მსგავსად არ განვითარდეს.
„მხედველობაში ვიღებთ რა საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელების მიერ ღიად გამოხატულ პოზიციას, ვაცხადებთ, რომ რუსეთი ამ სამ ქვეყანას შორის ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გარანტორის როლის შესასრულებლად მზად არის. რუსეთი, როგორც გარანტი, მზად იქნება, რეგიონში ძალადობის დაუშვებლობის კუთხით ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს, ამ ქვეყნების მიერ კანონსაწინააღმდეგო ძალის გამოყენების შემთხვევაში კი, მოქმედი საერთაშორისო ნორმების საფუძველზე სიტუაციის სწრაფ დარეგულირებას ეცდება“, – განაცხადა ლავროვმა.მისივე თქმით, რუსეთი მიესალმება, თუ აშშ და ევროკავშირიც მსგავს ვალდებულებებს აიღებენ.