პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „რუსული ტერაქტები ამერიკის დიპლომატიამ აღკვეთა“

saakashvili_usafrtxoebaთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება პრეზიდენტმა „Daily Beast“-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მიდგომა ამ მიმართულებით მკაცრი და ეფექტიანი აღმოჩნდა“.

„როგორც ცნობილია, კლინტონმა ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან რამდენჯერმე დააყენა. მისი მიდგომა მკაცრი იყო, თუმცა საჯარო დონეზე ეს ყველაფერი იმდენად შესამჩნევი არ ყოფილა. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკამ მსგავსი ქმედებები დაიწყო, საქართველოში აფეთქებები შეწყდა. აფეთქების მოწყობის ბრძანება რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირების მიერ გაიცა. დიდი ხანია, ვლადიმერ პუტინს ვიცნობ. მას სიამოვნებს, გიჟდება, როცა სპეციალური ოპერაციების დეტალებს პირადად გეგმავს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიღაცას პუტინის დაუკითხავად აფეთქებების მოწყობა გადაეწყვიტა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა სენატორ ჯონ მაკეინთან მეგობრობის გამო და აღნიშნა, რომ „მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს უახლოესი მეგობარი ჯონ მაკეინია“.