აქტუალური
სააკაშვილის ვიზიტი ვარშავაში

misha-direqtivaთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზინდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები და რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

 

„საქართველო ევროკავშირთან უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველ ურთიერთობებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმება მოხერხდეს. ეს ქართულ ბიზნესს საშუალებას მისცემს, ევროპულ ბაზარზე უფრო ფართოდ გავიდეს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის საშუალებაა“, – აცხადებს მანჯგალაძე.