საზოგადოება
შეხვედრაზე მხარეები სტატისტიკისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ. ამასთან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ძირითადი სტატისტიკური მონაცემების (ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა და ა.შ.) გაანგარიშების მეთოდოლოგიას.
ბიზნესომბუდსმენი კი ისაუბრებს ბიზნესგარემოსა და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ, კერძოდ, რა სახის ღონისძიებები ხორციელდება ბიზნესის ინტერესების დასაცავად, მათ შორის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობისთვის.