საზოგადოება
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის ლიდერები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ვეჯინისწყლის მოსახლეობას შეხვდნენ. კახა კუკავა გლეხებს სოფლის მეურნეობის პრობლემებზე ესაუბრა და ამ კუთხით „თავისუფალი საქართველოს“ ხედვები გააცნო, რაც რუსეთის ბაზრის გახსნის აუცილებლობას გულისხმობს.
პარტიის ლიდერმა სოფლის მოსახლეობას რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დეტალური ანგარიში წარუდგინა და გააცნო მიღწეული შეთანხმება ემბარგოს მოხსნის შესახებ. კახა კუკავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირების უმნიშვნელოვანეს წამოწყებას და აღნიშნა, რომ კვლავაც მზად არი,ს ამ თემაზე შეხვდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.