საზოგადოება
თელავი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, თელავში ადგილობრივები ერეკლე მეორეს ძეგლს დარაჯობენ.
როგორც თელავის მოსახლეობა აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ძეგლის სხვა ადგილზე გადატანას აპირებს. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, რომ ძეგლის შესაძლო გადატანის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „ძეგლი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, მუზეუმს შეხება არ აქვს. გადატანის შესახებ არაფერი გამიგია“, – აღნიშნავს ურჩუხიშვილი.კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ერეკლე მეორეს ძეგლის სხვა ადგილზე შესაძლო გადატანის შესახებ.
გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილის განცხადებით, ამ საკითხით ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სპეკულირებს.