უცხოეთი
შეერთებულმა შტატებმა სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აკრძალვა გააუქმა

 საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ადმინისტრაციამ ციფრული უსაფრთხოების რეგულაციებში ცვლილებები შეიტანა.

ოფიციალური უწყებების ცნობით, აშშ-მა ოფიციალურად გააუქმა დირექტივა, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავდა. გადაწყვეტილების მიღებისას აღინიშნა, რომ ახალი უსაფრთხოების პროტოკოლები სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და დამატებით შეზღუდვებს აღარ საჭიროებს.