უცხოეთი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე მორიგი განცხადება გააკეთა.
ამერიკის ლიდერის თქმით, „აშშ-ს სრული კონტროლი აქვს ჰორმუზის სრუტეზე, ირანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არ ჰყავთ საზღვაო და საჰაერო ძალები“. ამასთან, დონალდ ტრამპი-მ დასძინა, რომ „ვაშინგტონი განაგრძობს რეგიონში ნაოსნობის თავისუფლებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.