პოლიტიკა
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ახალ რწმუნებულს რეგიონულ მართვასა და საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე-მ აღნიშნა, რომ „მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ეფექტურად განხორციელება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.