პოლიტიკა
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძე-მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტიულ და სახელისუფლებო გუნდში ნებისმიერი საპასუხისმგებლო ფუნქციის შესასრულებლად მზადაა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, „დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი“. ამასთან, მამუკა მდინარაძე-მ აღნიშნა, რომ „არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა და რელსებზე დაყენება“.