პოლიტიკა
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს საქართველოში ტურისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
დედაქალაქის მერის თქმით, „საზღვარგარეთიდან გარკვეულმა ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, რაც სრული ტყუილია“. ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, არ დაუჯეროთ ტყუილებს, ჩამოდით და თავად ნახავთ, რომ საქართველოში დაუვიწყარი დღეები გელოდებათ“.