საზოგადოება
ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის საერთო სტრატეგია მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს. სტრატეგია დაეხმარება პედაგოგებსა და მშობლებს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობის განხორციელება, კერძოდ: საქართველოს ბავშვებისა და მოზარდებისათვის ადაპტირებული სასწავლო მასალის შემუშავება; ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების სწავლების დამკვიდრების საერთაშორისო პროცესებში ჩართვა; სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მასწავლებელთათვის მეთოდოლოგიური მასალის შექმნის ხელშეწყობა; ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით რიგი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.