აქტუალური
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში, 26 სექტემბერს ვალენტინა მატვიენკო სოხუმში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის ახალი ლიდერის ინაუგურაციას დაესწრო.
მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მატვიენკოს „პირველი უცხოური ვიზიტია“ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის რანგში. ამავე ინფორმაციის თანახმად, სოხუმში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მატვიენკომ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრი განიხილა. მატვიენკო, სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ფედერაციის საბჭოს სპიკერის პოსტზე 21 სექტემბერს აირჩიეს.