პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტისადმი უნდობლობის საზოგადოება შეიქმნა

mindia2სასტუმრო „BESTY'S“ -ში პრეზიდენტისადმი უნდობლობის საზოგადოება შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი იურისტი და სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძეა.

შეკრებას ექსპერტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

„უნდობლობის იდეა ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას გააჩნდა, რომელთა შორის იყვნენ ლეიბორისტები.

მაგრამ იდეა, მხოლოდ იდეის დონეზე არ უნდა დარჩეს და საზოგადოება უნდა გააქტიურდეს. შეიძლება არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არაა,“–განაცხადა უგრეხელიძემ.

დოკუმენტს, რომელიც „ასავალ-დასავალსა“ და „ საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა, თან ერთვის ექსპერტთა დასკვნები და გაზეთებიდან ამონაწერები. ის ხელმისაწვდომი რომ იყოს ყველასთვის, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად ითარგმნება.

უახლოეს მომავალში შეკრება კვლავ გაიმართება.